თეგი: სალმან რუშდი

ცნობილი მწერალი, სალმან რუშდი ნიუ-იორკში სიტყვით გამოსვლამდე ცივი იარაღით დაჭრეს

ინდური წარმოშობის ცნობილი ბრიტანელ-ამერიკელი რომანისტი და ესეეების ავტორი, სალმან რუშდის ნიუ-იორკში, ჩაუტაუკუას ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლამდე თავს დაესხნენ და ცივი იარაღით დაჭრეს.  დამნაშავე პოლიციამ ადგილზე დააკავა. ხოლო რუშდის პირველადი დახმარება სცენაზევე აღმოუჩინეს.  75 წლის მწერალი ჩაუტაუკუას ინსტიტუტში გამართულ ღონისძიებაზე ლექციის წასაკითხად იყო მიწვეული. მას თავს წარდგენისას დაესხნენ.  სალმან რუშდი, ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.  მწერლის მეოთხე რომანი „ეშმაკეული აიები“ მუსლიმთა რისხვის საგანი გახდა. აიათოლა რუჰოლა ხომეინის მიერ მასზე ფატვას (სიკვდილის განაჩენის) გამოტანის გამო, მომდევნო რამდენიმე წელი ის მიმალვაში ცხოვრობდა.   

მწერალ სალმან რუშდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

მწერალ სალმან რუშდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ განცხადება მისმა აგენტმა გაავრცელა. ცნობილი მწერალი, სალმან რუშდი ნიუ-იორკში სიტყვით გამოსვლამდე ცივი იარაღით დაჭრეს მათი თქმით, რუშდი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული და არსებობს საფრთხე, რომ მწერალმა თვალი დაკარგოს. "სალმან რუშდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული და არსებობს საფრთხე, რომ მწერალმა თვალი დაკარგოს", - განაცხადა აგენტმა. ცნობისთვის, 75 წლის მწერალი ჩაუტაუკუას ინსტიტუტში გამართულ ღონისძიებაზე ლექციის წასაკითხად იყო მიწვეული. მას თავს წარდგენისას დაესხნენ.  ამასთან, მწერლის მეოთხე რომანი „ეშმაკეული აიები“ მუსლიმთა რისხვის საგანი გახდა. აიათოლა რუჰოლა ხომეინის მიერ მასზე ფატვას (სიკვდილის განაჩენის) გამოტანის გამო, მომდევნო რამდენიმე წელი ის მიმალვაში ცხოვრობდა.